მაია ფანჯიკიძე: გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერი ღირშესანიშნავად წარსდგა!
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის გამოსვლას აფასებს.
"მან ისაუბრა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და გატარებულ რეფორმებზე, მათ შორის ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გატარებულ რეფორმებზე. ასევე ისაუბრა, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა. საქართველოს მთავრობის მეთაურის ეს პირველი გამოსვლა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, იყო მართლაც ღირსშესანიშნავი, ხოლო ის თემატიკა, რომელიც პრემიერის გამოსვლამ მოიცვა, ყოვლისმომცველი იყო",-განაცხადა ფანჯიკიძემ.