ვლადიმირ პუტინი ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების პირობების შეცვლას ითხოვს
ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთვის მიწერილ წერილში ვლადიმერ პუტინი ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების პირობების შეცვლას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო ზომებით იმუქრება. განცხადება ამის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა პია ჰანსენმა გააკეთა.
ჰანსენის თქმით, ბრიუსელი უახლოეს ხანებში გადაწყვეტს, როგორ უპასუხოს პუტინის ამ მოთხოვნას.
უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 16 სექტემბერს განხორციელდა და 1 ნოემბრიდან შედის ძალაში.
კიევს, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების შედეგად, ევროკავშირმა და უკრაინამ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადადეს.