ფრთხილად! დღეს ღამით სტიქიაა მოსალოდნელი!

ფრთხილად! დღეს ღამით სტიქიაა მოსალოდნელი!

    დღეს ღამით სტიქიაა მოსალოდნელი აჭარაში, გურიაში, ფოთში, სვანეთში და მიმდინარეობს მობილიზება.

   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა ფანჩულიძე დასავლეთ საქართველოში გაემგზავრნენ.

 

  სინოპტიკოსების ცნობით, შავ ზღვაზე ისევ შტორმია მოსალოდნელი. დავით შავლიაშვილი, ვაჟა ფანჩულიძე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, მინდია ჯანელიძე, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრების მოადგილეები საგანგებო თათბირზე ქუთაისში იკრიბებიან.

 

 

  შტაბის სხდომაზე მოსალოდნელი სტიქიის პრევენციის ღონისძიებებზე იმსჯელებენ და შესაბამის ღონისძიებებს დაგეგმავენ.

ნათია ხარბედია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: