ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დავით ნარმანია:ჩვენთვის აქტუალურია ევროპული გამოცდილების ჰარმონიზაცია!

დავით ნარმანია:ჩვენთვის აქტუალურია ევროპული გამოცდილების ჰარმონიზაცია!

  თბილისის მერი დავით ნარმანია მერის რანგში პირველი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა. კონფერენცია, რომელშიც თბილისის მერი მიიღებს მონაწილეობას, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება და ის სამხრეთ კავკასიაში მდგრადი უბანული განვითარების საკითხებს მიეძღვნება.

  კონფერენციაზე ურბანულ დაგეგმარებასა და ქალაქის მენეჯმენტის რეალობის შეცვლის საკითხებზე, სამხრეთ კავკასიაში ურბანული განვითარების მხრივ არსებულ პროგრესზე, წყლის რესურსების, სანიტარიისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე იმსჯელებენ.


  "კონფერენცია, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვიტარების ბანკი მართავს სპეციალურად კავკასიის საკითხებს,  კავკასიის საკითხებში მუნიციპალური მართვის, სერვისების გაუმჯობესების  საკითხებს  ეხება. განსაკუტრებით კი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან არსებული საკითხები და ევროპული მიდგომები.

  ევროპული ორიენტაცია ავირჩიეთ და ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ამის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენთვის ევროპული გამოცდილების შესწავლა და ჰარმონიზაცია." - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: