კახა შამათავა:-"რატომ აქტიურობენ "აფხაზთა კრების" მოთხოვნებში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნები?!"

კახა შამათავა:-"რატომ აქტიურობენ "აფხაზთა კრების" მოთხოვნებში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნები?!"

 27 სექტემბერს "აფხაზთა კრება" გაიმართა. ამ საკითხთან დაკავშირებით "ივერიონი" არასამთავრობო ორგანიზაციის "გზა აფხაზეთისკენ" დამფუძნებელს, კახა შამათავას დაუკავშირდა, რომელმაც 26 სექტემბერს მერაბ ჯიქიასთან, მერაბ პაპასკირთან და ზაურ ბედიასთან ერთად სპეციალური ბრიფინგი გამართა.

 

  -"აფხაზთა კრებას" უნდა აფხაზეთის მთავრობის გადაყენება და უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნების ჩატარება, მაგრამ რატომ აქტიურობენ ამ ყველაფერში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნები, ალბათ ყველასთვის გასაგებია, არაფერს ვამბობ სხვა პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებაში, რაღაც არ მახსენდება მათი აქტივობა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დევნილთა ვანდალური გამოსახლებების, აფხაზეთის დეპუტაციის პარლამენტიდან გაძევების, აფხაზეთის ტელევიზიის დახურვის გამო.

   სამწუხაროდ, ამ ღონიზძიების ორგანიზატორები ახალი ხელისუფლების მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი და მათი კრიტიკა სრულიად მოკლებულია ობიექტურობას და ეს მაფიქრებინებს ამ პროცესების მიზანმიმართულად მართვად ქმედებებზე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ დევნილი საზოგადოება,,ჩვეული სიდინჯით გაანალიზებს ამ მოვლენებს და გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას აფხაზეთში მშიდობიანად დაბრუნებისა".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: