გიგი წერეთელი: უშიშროების საბჭო უნდა იყოს ფუნქციონალური და აქტიური!

გიგი წერეთელი: უშიშროების საბჭო უნდა იყოს ფუნქციონალური და აქტიური!

  უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრთა გაფართოების შესახებ, პოლიტიკურად სწორი ნაბიჯია.


  "იმ ფონზე, როდესაც უშიშროების საბჭო პრაქტიკულად პარალიზებულია და შექმნილია თითქმის პარალელური სტრუქტურა მთავრობაში, ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტის მცდელობებს ფუნქციონალურად გაამართლოს  თავისი ყოფნა ამ პოსტზე და ზოგადად ინსტიტუტი მთლიანად არ დაიშალოს, ამ კუთხით შეიძება ლოგიკურიცაა გაფართოება.

  თუ რამე აქტიურად უნდა მუშაობდეს ამ ქვეყანაში, გამომდინარე გარე საფრთხეებიდან თუ ჩვენი შიდა ამოცანებიდან, უშიშროების საბჭო უნდა იყოს ფუნქციონალური და აქტიური. ამიტომ ერთია, რომ მისი მცდელობა და ინიციატივა, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი სწორია, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ამას მოჰყვება დიდი მხარდაჭერა მთავრობიდან და იგივე პარლამენტიდან.

  მხოლოდ ჩვენ თუ დავუჭირეთ მხარი, ახალი თემა იქნება, რომ მარგველაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ერთად გეგმავენ რაღაცებს. ჩვენ ყოველთვის ვაკრიტიკებთ მთავრობას და ვაკრიტიკებთ გიორგი მარგველაშვილსაც, რადგან მან უნდა დაიჭიროს მტკიცე პოზიცია ისეთ საკითხებში, როგორიც ქვეყანას არ არგებს." - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 შეგახსენებთ, რომ  გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უშიშროების საბჭოს გაფართოების შესახებ ინიციატივას პარლამენტი მხარს დაუჭერს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: