რის საფასურად ითხოვს გია ხუხაშვილი კეზერაშვილის ბიზნესს?

რის საფასურად ითხოვს გია ხუხაშვილი კეზერაშვილის ბიზნესს?

"ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ივანიშვილის საწინააღმდეგო მოქმედებებისა და მისი კოალიციის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გაცემის საფასურად, დავით კეზერაშვილის ბიზნესი მოითხოვა."


ეს ინფორმაცია "ივერიონს" სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით ის მხოლოდ იმის გამო დაუკავშირდა "ივერიონს", რომ ბიძინა ივანიშვილის ყურამდე სიმართლემ მიაღწიოს და გაიგოს, რომ მისი უახლოესი გარემოცვის წევრები მის საწინაღმდეგო საქმიანობაში არიან ჩართულნი.


"გია ხუხაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის პოსტი დატოვა თუ არა, ორიოდ დღეში იქირავა ოფისი იმ შენობაში, სადაც დავით კეზერაშვილის "საქართველოს ლატარიის კომპანიაა" განთავსებული. ეს შენობაც კეზერაშვილის კუთვნილებაა. გია ხუხაშვილთან ხშირად დადიან მისი გუნდის წევრები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენენ. ასევე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები. მათ ვინაობას მალე დავასახელებ. ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო საქმიანობას დიდი ხანია ეწევიან. მათი მეთაური ხუხაშვილია, ხოლო ხუხაშვილთან და სააკაშვილთან მთავარი მეკავშირე დავით კეზერაშვილი."- განუცხადა წყარომ "ივერიონს".


წყაროს ინფორმაციით, თუ ეს გარიგება შედგა, ბიძინა ივანიშვილის გარდა ყველა მოგებული დარჩება. კეზერაშვილი ისრაელში წავა და აქ ნაშოვნი მილიონები შერჩება, პრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილის უახლოეს ადამიანს და მის ჯგუფს მასთან ბრძოლაში მოკავშირედ გაიხდის, საქართველოში მიტოვებულ ბიზნესს კი ხუხაშვილი დაეპატრონება.


"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია. მას ვურჩევ, ფრთხილად იყოს, ხუხაშვილს მოერიდოს და მის მიერ "ქართულ ოცნებასა" და ხელისუფლებაში მოყვანილი ხალხი გააკონტროლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზულ პრობლემებს გადააწყდება და ერთ მშვენიერ დღეს, "ქართული ოცნების" რიგებში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსაც აღმოაჩენს."- განაცხადა მან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: