ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ალეკო ელისაშვილი: მაგარი გასართობი ნახა მთავრობამ!

ალეკო ელისაშვილი: მაგარი გასართობი ნახა მთავრობამ!

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებას  იმის შესახებ, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა მაისში მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი "facebook"- ის საკუთარ გვერდზე  ეხმაურება.

  "მაგარი გასართობი ნახა მთავრობამ. რა ენაღვლებათ, რა - აწყობილი გვაქვს ქვეყანა და მხოლოდ ესაა სადარდებელი. ბოდიში და ღარიბაშვილი სულ უცხოეთში წასვლაზე რომაა, აქ , ჩვენთან მოაგვარა ყველაფერი?!",-წერს ელისაშვილი.

 ცნობისთვის,საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისგან მიიღო.

  შეგახსენებთ, რომ ვიზიტზე, დელეგაციის ხელმძღვანელის საკითხი რამდენიმე კვირის წინაც აქტუალური იყო. აშშ-ში კლიმატის ცვლილების სამიტზე მიწვევა საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური მდივნისგან მიიღო. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით გაუგებრობა მოხდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. საგარეო უწყების პოზიცია ასეთი იყო: ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაციის გამგზავრება ქვეყნის იმიჯს დააზიანებდა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: