დემურ გიორხელიძე: საქართველოში არ არის საბაზრო ეკონომიკა და ვერც ბაზარი ჩემოყალიბდებოდა!

დემურ გიორხელიძე: საქართველოში არ არის საბაზრო ეკონომიკა და ვერც ბაზარი ჩემოყალიბდებოდა!

,,მოელიან, რომ აშშ-ს შრომის სამინისტრო 3 ოქტომბერს გამოაქვეყნებს მორიგ რეგულარულ და დროში პერიოდულობის ზუსტი დაცვით განსაზღვრულ ანგარიშს ამერიკაში შრომის ბაზრის მდგომარეობის შესახებ... კონსენსუს-პროგნოზი — სულ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი იქნება შექმნილი 2014 წლის სექტემბრის თვეში და უმუშევრობის განაკვეთი შეადგენს 6.1% (ცვლილებების გარეშე) — AForex-ის მასალების მიხედვით.
პროგნოზები სხვადასხვა კომპანიების მხრიდან ასეთია:
(ა) Merrill Lynch-ის პროგნოზების მიხედვით, დასაქმების ბაზარი, სექტემბერში, გაიზრდება 235 ათასი ადგილით (აგვისტოში დასაქმება გაიზარდა 142 ათასი ადგილით). ამასთან, ყველაზე დიდი ზრდა შესამჩნევი იქნება წარმოების სფეროში (!)... ანუ, არა მომსახურების სფეროში! ეს ტენდენციაა აშშ-ში ბოლო პერიოდის. საცხოვრებელი სახლების მშენებლობაშიც შეინიშნება კარგი მონაცემები. უმუშევრობის განაკვეთის პროგნოზი — 6.1%.
(დანარჩენი იხ. ბმულები)


http://www.aforex.ru/analytika-forex/economy-up-down-reality-poor-8771/
http://sia.ru/?section=501&action=show_news&id=278165


p.s. ყოველ ანგარიშს ბაზარი მოუთმენლად ელის და შესაბამის რეაქციას ახდენს.
საქართველოში ასეთი რამ არ ხდება - სამინისტროები და შესაბამისი სამსახურები არ აქვეყნებენ მათი მართვის სფეროებს დაქვემდებარებულ ინფორმაციებს ზუსტი პერიოდულობით!...
საქართველოში არც ბაზარია!
საქართველოში არ არის საბაზრო ეკონომიკა და, ბუნებრივია,
ვერც ბაზარი ჩამოყალიბდებოდა.
ერთადერთი, ვინც რაიმე ინფორმაციას დებს რეგულარულად - სტატისტიკის ეროვნული სამსახურია...” – წერს დემურ გიორხელიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: