რის ხარჯზე მოვიპოვეთ მედიის თავისუფლება?

რის ხარჯზე მოვიპოვეთ მედიის თავისუფლება?

აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში მედიის თავისუფლების მხრივ საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა. მეორეზეა მოლდავეთი, მესამეზე - უკრაინა, მეოთხეზე - სომხეთი, მეხუთეზე - აზერბაიჯანი, მეექვსეზე  კი - ბელორუსია.

 

 

შეფასების კრიტერიუმები იყო: პოლიტიკური კონტექსტი, პრაქტიკა, მუქარა, გამოძიება, ინფორმაციაზე ცენზურა და თვითცენზურა, ინტერნეტზე წვდომა და წვდომა მაუწყებლობაზე.

 

 

კვლევისას 60 მედიაექსპერტი გამოიკითხა. 

 

 

 

„ივერიონისგან“: მისასალმებელია, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მედიის თავისუფლების მხრივ პირველ ადგილზეა. თუმცა, გააჩნია რას ვეძახით თავისუფლებას და არსებობს თუ არა ე.წ. თავისუფლება ჟურნალისტის პასუხისმგებლობის გარეშე.

 

თუ ობიექტური ვიქნებით, ქართული მედია არამარტო პროფესიონალიზმით მოიკოჭლებს, არამედ, მიუღებელია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკაც. მხედველობაში გვაქვს ის პათოსი და ლექსიკა, რითაც გაჯერებულია ქართული ბეჭდური თუ ელექტრონული მედია საშუალებები.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართული მედიის აბსოლუტური უმრავლესობა შიდა თუ გარე პოლიტიკური სუბიექტების დაკვეთას ასრულებს, სადაც არსებითად იკარგება სახელმწიფოს ინტერესები!

 

ახლა თავად განსაჯეთ, უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ ქართული მედია თავისუფლების ხარისხით პირველ ადგილზეა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: