დღეს პარლამენტში 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს ელოდებიან!

დღეს პარლამენტში 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს ელოდებიან!

დღეს პარლამენტში  განსახილველად შედის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჯერ კიდევ 2 ნოემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შედეგ  ჟურნალისტებს განუცხადა.


აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტი ფინანსთ მინისტრმა მთავრობას უკვე წარუდგინა და ახლა მასზე საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელებენ.
 
როგორც ხადურმა აღნიშნა, ბიუჯეტში გამოიძებნა რესურსები, რათა "ქართული ოცნების" ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულდეს.


ამისთვის შესაძლებელია რომ, მთაბრობამ თანხები სხვადასხვა პროექტების დაფინანსების შეჩერების შედეგადაც კი მოიძიოს. თუმცა, ფინანსთა მინისტრი ცალსახად აცხადებს, რომ ძვირადღირებულ პროექტებს ახალი მთავრობა არ დააფინანსებს.

"კერძოდ, აღარ ავაშენებთ ქუთაისში პარლამენტს და ამაზე 340 მილიონს აღარ დავხარჯავთ. არ ავაშენებთ "ანბანის კოშკს" და კაფეებს, რაზეც არაერთი ასეული მილიონი ლარია დახარჯული. გავაგრძელებთ მიმდინარე პროექტებს, თუმცა ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ იგეგმება. ამავდროულად ფინანსთა სამინისტრომ თავისი დაფინანსება 10%-ით შეამცირა", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტში გაჩნდება დანართი, რომელშიც გაიშიფრება ე.წ. "სხვა ხარჯები".

როგორც ხადურმა აღნიშნა, აქამდე "სხვა ხარჯები" მილიონს აჭარბებდა და საზოგადოებისთვის უცნობი იყო, თუ რას მოიცავდა კონკრეტულად ეს მუხლი. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: