ზაზა გაბედავა:-"გავუსწორდებით ფიზიკურად ყველა ნაც-მოძრაობისა და მისი ფილიალის "თავისუფალი ზონის" ზონდერ მკვლელებს!"

ზაზა გაბედავა:-"გავუსწორდებით ფიზიკურად ყველა ნაც-მოძრაობისა და მისი ფილიალის "თავისუფალი ზონის" ზონდერ მკვლელებს!"

   "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჯაფარიძე "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში  შსს-ს მიმართავს და ამბობს, რომ "თავისუფალი ზონის" ოფისში ინციდენტი მოხდა.

 -"თავისუფალი ზონის" ოფისში ჩხუბია, სისხლია, ერთი ამბავი, პოლიცია არ ეკარება. მინდა, პირდაპირ ეთერში მივმართო შსს-ს, რომ დროზე მოახდინონ რეაგირება, ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

 ინფორმაცია დაადასტურა "თავისუფალმა ზონამაც" და განაცხადა:  

 -"პოლიცია შემოვიდა და ნაცვლად იმისა, რომ თავდამსხმელები დაეკავებინა ელექტროშოკებით ოფისის დერეფნიდან ფარნაოზ ჭკადუა გაიყვანეს. ამ წუთებში ოფისის ტერიტორიაზე კვლავ დაძაბული სიტუაციაა".

   ამ ფაქტს მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ზაზა გაბედავა ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:

   -"სააკიანის მკვლელი ზონდერები თავისუფალი ზონიდან სასტიკად გაუსწორდნენ ასავალ-დასავალის ჟურნალისტ,ყოფილ პოლიტპატიმარ ზაზა დავითაიას. ლაჩრულად 12 კაცი თავს დაესხა ჟურნალისტს და ის სასტიკადე ცემა, დავითაია მძიმე მდგომარეობაში გადაყვანილია საავადმყოფოში. ვაცხადებ, მყავს 50 ათასამდე გაწრთვნილი მეომარი ლაოსიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან. ჩემი დავალებით ჩამოვლენ თბილისში მობილური რაზმი, ინსტრუქტორები და მოსწავლეები საომარი სკოლიდან "hors-club".

  გავუსწორდებით ფიზიკურად ყველა ნაც-მოძრაობისა და მისი ფილიალის "თავისუფალი ზონის" ზონდერ მკვლელებს! ჩვენ გავაკეთებ იმას, რასაც ვერ ან არ აკეთებს მთავრობა!

   ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: