ვის უწოდა ირმა ინაშვილმა კრიმინალური ბანდა?

ვის უწოდა ირმა ინაშვილმა კრიმინალური ბანდა?

  პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას" გადაცემა "არჩევანში" კრიმინალური ბანდა უწოდა.

   როგორც ინაშვილმა განაცხადა, პარტიის ერთ-ერთი წევრი დავით საყვარელიძე, რომელიც კოლეგებთან "რუსთავი-2" ის ერთად პირდაპირ ეთერში იჯდა, "დამნაშავეა და საყვარელიძეს ჩვენებაც აქვს მიცემული, თუ რა "საქმიანობას" ეწეოდა, როდესაც ღამით ციხეში შედიოდა". თავის მხრივ, საყვარელიძემ ამ ბრალდებას სისულელე უწოდა, რის შემდეგაც ინაშვილმა საყვარელიძეს "ჩუმად ყოფნა" ურჩია.  

  

  "თქვენ არ გაქვთ ხმის ამოღების უფლება, ჩუმად იყავით. თქვენ ყველანი მოხვდებით მატროსოვის ციხეში, მაგრამ კარანტინის გავლით. თუ რამის თქმა გსურთ ჩემზე, ახლა მითხარით, ვიდრე ეთერში ვარ. მერე იმას გიბარებთ, რომ მატროსოვზე მოხვდებით - კარანტინის გავლით",- მიმართა ინაშვილმა დავით საყვარელიძეს და ზურაბ ჯაფარიძეს. 

 

  თავის მხრივ, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ირმა ინაშვილი, ხუბუტია, ხომერიკიც და ყველა მისი დამფინანსებელი ციხეში აღმოჩნდებიან. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: