2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტში შევიდა. საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, საპარლამენტო კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის ვადა 22 ოქტომბრამდე აქვთ, რის შემდეგაც მთავრობას ბიუჯეტის პროექტი საკომიტეტო განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნებით და წინადადებებით, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და ეროვნული ბანკის დასკვნებით უკან უბრუნდება.
მთავრობამ ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს ხელმეორედ 5 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ კი, ბიუჯეტის განხილვის პროცესი პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება. პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები მთავრობას 15 ნოემბრამდე გადაეგზავნება.
ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს მთავრობა პარლამენტს 30 ნოემბრამდე წარუდგენს. თავის მხრივ პარლამენტმა მომავლი წლის ბიუჯეტი არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაამტკიცოს.