ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე პარლამენტში გასახილველ კანონპროექტებსა და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე იმსჯელეს.
"მთავრობის მეთაურმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილი დაესწრნენ",-აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.