მამა პეტრე კვარაცხელია: ,,ამის მერე ნუ იტყვით, რომ მართლმადიდებლობას გვართმევენ!"

მამა პეტრე კვარაცხელია: ,,ამის მერე ნუ იტყვით, რომ მართლმადიდებლობას გვართმევენ!"

   სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა მამა პეტრე კვარაცხელიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე ფრიად საყურადღებო პოსტი გამოაქვეყნა. იგი ღიად საუბრობს იმ პრაქტიკაზე, რომელიც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხდება და მას მანკიერს უწოდებს.  მისი თქმით, სარწმუნოებას კი არ გვართმევენ, ჩვენ თვითონ ვაცლით მას უმთავრეს არსს. 

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ,,ივერიონი" ამ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

 

  ,,სანამ ტაძრების გარშემო, საეკლესიო დღესასწაულებზე არ დასრულდება გიტარა და ჩქარი ტაში, ცხვრების ერთიანად ამოწყვეტა, მანამდე მართლმადიდებლები ვერ ვიქნებით.

 ჩვენ თვითონ ვარღვევთ ახალი აღთქმის ტრადიციებს და ძველი აღთქმის მოქალაქეები ვხვდებით. ამ ყველაფრის მერე ნუ იტყვით, რომ მართლმადიდებლობას გვართმევენ. ეს მტკნარი სიცრუეა - სარწმუნოებას თავად ვაცლით უმთავრეს არსს.

 მაცხოვარი ბრძანებს: ,,წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი"... ამ დამყაყებულ ჩვეულებებს თუ წაგვართმევენ, გპირდებით, ცხვრის ტყავებსაც სიხარულით გავატან. მართალია, იაზონისთვის დამენანა ოქროს საწმისი, მაგრამ ამჯერად ძალიან გულუხვი ვიქნები"... წერს მამა პეტრე კვარაცხელია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: