ავტოსაგზაო შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანში

ავტოსაგზაო შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანში

დავით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი აავრიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.


ერთმანეთს "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თბილისიდან მცხეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ერთი საათით გადაკეტილი იყო.


მანქანების შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სახანძრო ბრიგადების გამოძახება გახდა საჭირო.


მაშველებმა ერთ-ერთი მანქანის მძღოლი მანქანიდან დროულად ამოიყვანეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: