ზურაბ ჯაფარიძე: "ნაციონალური მოძრაობა" 2015 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს!

ზურაბ ჯაფარიძე: "ნაციონალური მოძრაობა" 2015 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს!

   საპარლამენტო უმცირესობა ბიუჯეტის პროექტს იწუნებს და აცხადებს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა არასაკმარისია. მის უკმაყოფილებას ასევე ვალების აღების პოლიტიკა იწვევს.

 

  "5%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის, ასეთი ტემპით საქართველო საშუალო ევროპულ დონეს დაეწევა რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ჩვენ კი გვინდა, რომ ეს პროცესი გაცილებით სწრაფი იყოს. მეორე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება აგრძელებს აღებული ვალდებულებების ვალებით დაფინანსების პოლიტიკას. ორ წელიწადში დაახლოებით, 3 მილიარდი ვალის აღებას აპირებენ და ცხადია, რომ ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ", - აცხადებს  ზურაბ ჯაფარიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: