თამარ კიკნაძე: ,,თურქეთი აჭარას დღესაც თავის შემადგენლობაში განიხილავს"
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე აჭარაში რელიგიურ ნიადაგზე არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება. იგი გვახსენებს, რომ 2021 წელს ვადა გასდის ყარსის ხელშეკრულებას, რომლის გარანტორებიც რუსეთი და თურქეთი არიან.
"აქ ცხადად ჩანს მუსლიმანური სახელმწიფოების გავლენა და არავისთვისაა დასამალი, რომ თურქეთი აჭარას განიხილავს თავის შემადგენლობაში.
2021 წელს ვადა გასდის ყარსის ხელშეკრულებას, რომლის გარანტორებიც არიან რუსეთი და თურქეთი და ამაზე უნდა ვიფიქროთ! საქართველო გეოგრაფიულად ისეთ გარემოცვაშია, სადაც ყველას თავისი ინტერესების გატარება სურს, ერთ-ერთი კი თურქეთია.
საიდუმლო არ არის დავით ოღლუს დოქტრინა ოსმალეთის იმპერიის გავლენების შესახებ, ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს, გაიზომოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული".