მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე მიიწვიეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე მიიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააკაშვილი facebook -ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
"მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე მიიწვიეს, დღის ვაჭრობის დახურვის ბოლო ზარის საზეიმო ცერემონიალზე, რომელზეც მსოფლიოში ცნობილ მოღვაწეებს, სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავებს იწვევენ.
აღსანიშნავია, რომ ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე, მიხეილ სააკაშვილს ერთხელ უკვე დაარეკინეს ბოლო ზარი პრეზიდენტობის დროს, ამჯერად კი, იგი მსოფლიოს ფინანსურ შუაგულში "კონკორდია" სამიტის ფარგლებში იყო მიწვეული".