ლადო სადღობელაშვილი: გუშინ თავისუფალი ზონის ოფისში 26 მაისისა და 7 ნოემბრის განმეორება იყო!

ლადო სადღობელაშვილი: გუშინ თავისუფალი ზონის ოფისში 26 მაისისა  და 7 ნოემბრის განმეორება იყო!

   ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს ხელკეტებით და დანებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ.

  "თავისუფალი ზონის" ოფისთან იმისთვის მივედით, რომ გვეკითხა, რატომ სცემეს ჟურნალისტი. როდესაც მათ შენობაში შევედით, ზუსტად არ ვიცოდით, რომელი იყო მათი ოთახი. უცებ ვიღაცამ გვანიშნა,  შემოდითო, როდესაც შევედით, დაგვიწყეს ცემა.

  "თავისუფალი ზონის"  წარმომადგენლები მთვრალები იყვნენ.  გუშინ "თავისუფალი ზონის" წევრის ონისე გერგედავას დაბადების დღე ყოფილა, ოფისში დაულევიათ და ამის შემდეგ გაუსწორდნენ ზაზა დავითაიას ფიზიკურად.

  ჩვენი ორგანიზაციის წევრებს ისეთი დაპირისპირება მოუწყვეს, როგორიც მოხდა 26 მაისსა და 7 ნოემბერს.  გამეორება იყო. "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები ხელკეტებით, ვენტილატორებით, დანებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ჩვენი ორგანიზაციის წევრებს.

   "თავისუფალი ზონის" წევრებმა გუშინ კიდევ ერთი ახალგაზრდა, ჟურნალისტი ბექა ქავთარაძე სცემეს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ და მოვუწოდებთ შსს-ს, რომ აღკვეთოს "თავისუფალი ზონა" და "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში",- განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.
 

  ლადო სადღობელაშვილის განცხადებით,  ხვალ, 15:00 საათზე, პეკინის N34-ში, "თავისუფალი ზონის"  ოფისთან აქციის გამართვა იგეგმება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: