მაია ფანჯიკიძე: ეს არის ერთი საპარლამენტო კომიტეტის მიერ დადებული დასკვნა!
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რეზოლუცია, რომელზეც ევროსაბჭოში მსჯელობა მიდის, ორი დეპუტატის მიერაა შედგენილი.
"ეს არის ერთი საპარლამენტო კომიტეტის მიერ დადებული დასკვნა, რომლის ავტორი არის ორი დეპუტატი და ეს რეზოლუცია ჯერჯერობით არ არის მიღებული, მასზე მსჯელობა მიმდინარეობს, როდესაც მოხდება მისი მიღება, მაშინ მოგახსენებთ ჩემს კომენტარს.
პარლამენტის დეპუტატებზე მე შეფასებებს ვერ გავაკეთებ, დარწმუნებული ვარ მათ ისე იმუშავეს, როგორც უნდა ემუშავათ. როდესაც ჩამოვა დელეგაცია შეგიძლიათ მათ დაუსვათ ეს კითხვები, თუ რა ხდებოდა კონკრეტულად იქ",-განაცხადა ფანჯიკიძემ.
ცნობისათვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ მომზადებული ანგარიშის უკან გაწვევას. დეპუტატების უმრავლესობამ დოკუმენტის უკან გაწვევას მხარი არ დაუჭირა.