მატყუარა შიოშვილი და "კლიენტებად" მონათლული პაციენტები, რა ხდება თბილისის მეცხრე საავადმყოფოში?
საქართველოში რომ პროფესიონალიზმის და პროფესიონალების ნაკლებობაა, ეს ახალი არ არის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მედიცინასთან გვაქვს საქმე. მათმა არაპროფესიონალიზმმა და არასწორმა დიაგნოზმა, ლამის ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა და რომ არა პრფესიონალი თურქი ექიმები, ის დღეს ცოცხალი არ იქნებოდა!
გთავაზობთ ბატონ კახაბერ ახალაიას განცხადებას, რომელიც გვიამბობს, თუ როგორ დაუსვეს არასწორი დიაგნოზი მეცხრე საავადმყოფოში. იგი თამაზ შიოშვილს სდებს ბრალს და ითხოვს მის დისკვალიფიკაციას. როგორც ახალაია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მას არასწორი დიაგნოზი სწორედ თამაზ შიოშვილმა დაუსვა, რის გამოც მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. აძლევდნენ ცრუ დაპირებებს და ჭიმავდნენ დროს, რათა უფრო მეტი სარგებელი ენახათ მისგან.
როგორც "ივერიონისთვის" გახდა ცნობილი, ქართველ ექიმებს უცხოურ კლინიკებთანაც აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული, სადაც იგივე კანონით მოქმედებენ, ანუ "ყველაფერი ფულის მახეა".
ახალაიას თქმით, მას თითქმის ყოველ თვე უკეთებდნენ ოპერაციას საქართველოში და მისი მდგომარეობაც ყოველი ოპერაციიის შემდეგ მძიმდებოდა. ბოლოს, მეგობრის რჩევით და დახმარებით იგი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში "MEDICALPARK"-ში გაემგზავრა სამკურნალოდ. თურქი ექიმები გაოცებულნი დარჩნენ იმ დაიგნოზით, რაც საქართველოდან ჩაიტანეს და აღნიშნეს, რომ "კახას გადარჩენა კი არ არის სასწაული, არამედ კახას ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებაა სასწაული"-ო _ იხსენებს ახალაია. დაზარალებულმა თურქეთში მკურნალობისას შეიტყო, რომ პირველი ოპერაციის დროს C-ჰეპატიტი აიკიდა.
ახალაიების ოჯახი აპირებს სასამართლოში უჩივლოს თამაზ შიოშვილს, რათა მან მოახდინოს ზარალის ანაზღაურება, შეუწყდეს კვალიფიკაცია, რომ მან სხვა პაციენტებიც არ გააუბედუროს...
"ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ კახა ახალაიას ვიდეო-მიმართვას და განცხადებას (სტილი ბოლომდე დაცულია).
-"მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ჩემნაირი ბევრია საქართველოში, რომლებიც არასწორი მკურნალობის გამო სასიკვდილოდ გაიწირნენ, თუმცა მე გამიმართლა იმით, რომ ჩემს გამოკვლევაში უცხოელი ექიმები ჩაერივნენ. მოკლედ მოგახსენებთ რაში მდგომარეობს ჩემი პრობლემა და რატომ ვარ დაზარალებული. უროლოგიული პრობლემებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ჭავჭავაძის გამზირზე მეცხრე საავადმყოფოში საუნივერსიტეტო ცენტრში პროფესორ შიოშვილთან მივსულიყავი სამკურნალოდ, პროფესორმა ჩამიტარა გამოკვლევები და დამიდგინა საშარდე სისტემის ტუბერკულიოზი, მკურნალობა დამიწყო, შემდეგ გამიკეთდა რამდნეიმე ოპერაცია, გამიკეთდა ხელოვნური შარდის ბუშტი ნაწლავიდან, შარდსაწვეთები, რის შედეგადაც ჩემი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. აუტანელი ტკივილებიდან გამომდინარე ჩემი დის დახამრებით წავედი "GLOBALMED"-ის კლინიკაში, სადაც გამსინჯეს და მითხრეს, რომ რეზერვუარი არასწორადაა ჩანერგილი. ფინანსური პრობლემების გამო დავბრუნდი საქრათველოში და მივედი ინგოროყვას კლინიკაში, ბატონ მიზანდართან, სადაც გავიკეთეს თირკმელებში სტორინება. ამის შემდეგ "GLOBALMED"-ის დახმარებით წავედი თურქეთის კლინიკაში "MEDICALPARK"-ში, სადაც ვაგრძელებ მკურნალობას და დიდი მადლობელი ვართურქი ექიმების, რომ სიცოცხლე შემინარჩუნეს.
საქართველოში მოგვატყუეს და გაგვყვლიფეს, ჩვენ გვინდა გაიგოს საქართველოს ხელისუფლებამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ფაქტის შესახებ. გვინდა ჯანდაცვის სამინისტრომ შეუჩეროს შიოშვილს და მისნაირ არაპროფესიონალებს ლიცენზია, რათა ჩვენს დღეში არ აღმოჩდნენ სხვებიც, შეგვაქვს სარჩელი შიოშვილის წინააღმდეგ და ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, ჩვენი ადვოკატები უკვე მუშაობენ ამ საკითხზე და უახლოეს დღეებში შევიტანთ სარჩელს სასამრთლოში".
„ივერიონი“ დაუკავშირდა ბატონ შიოშვილს, თუმცა, მან როგორც კი გაიგო, თუ რა თემაზე გვსურდა მასთან საუბარი, ტელეფონი გათიშა და მას შემდეგ ჩვენს ზარს აღარ პასუხობს.
ჩვენ მზადა ვართ სურვილის შემთხვევაში მოვუსმინოთ მეორე მხარეს და ფართო მკითხველამდე მივიტანოთ მათი არგუმენტები.
თაზო ბენიძე, აკაკი წოწონავა