ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

თეა წულუკიანი: თუ კანონი უხარისხოა, მზად ვართ შევცვალოთ!

თეა წულუკიანი: თუ კანონი უხარისხოა, მზად ვართ შევცვალოთ!

  ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას აშშ-ში მყოფი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან მიმართებით კანონი არ დარღვეულა.

  "ამჟამად ბაჩო ახალაია იმყოფება წინასწარ  პატიმრობაში, ივნისიდან, სერგო თეთრაძის საქმეზე. ხოლო ივნისიდან დღემდე  ცხრათვიანი ვადა არ არის გასული.
მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არცერთ მიმდინარე საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ კონსტიტუციური, 9-თვიანი  ვადა არ არის დარღვეული, რადგან ჩვენი კანონი ყოველ ახალ საქმეზე ამ ვადის ათვლას თავიდან ითვალისწინებს. ამიტომაც კანონი დაცულია.
 
  თუ ევროსაბჭოში ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი პარლამენტარები თვლიან, რომ თვითონ კანონია უხარისხო და შესაცვლელია, იუსტიციის სამინისტრო მზად არის, ეს კანონი შეცვალოს. მაგრამ, დღეს ჩვენი კანონი არ არის დარღვეული და ბაჩო ახალაია აბსოლუტურად კანონიერად იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და შესაბამისად იმ ციხეში, სადაც ის არის",-განაცხადა წულუკიანმა.

  ცნობისთვის, ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია დაამტკიცა. 103 მომხრე, 27 წინააღმდეგი  -  რეზოლუცია  ამ შედეგით დაამტკიცეს.

   ევროსაბჭომ მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი მხოლოდ ერთი ცვლილებით მიიღო. ეს ცვლილება ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხს ეხება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც ერევა მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში. 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: