ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ნუგზარ სულაშვილი: ზვიად, შავი დღე "ნაციონალებს" კი არა, საქართველოს გაუთენდა!

ნუგზარ სულაშვილი: ზვიად, შავი დღე   "ნაციონალებს" კი არა, საქართველოს გაუთენდა!

   საფრანგეთის ქალაქ ბერჟერაკის მერიის მრჩეველი ნუგზარ სულაშვილი ფაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის იმ განცხადებას  ეხმაურება, რომლითაც დეპუტატმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ორწლიანი პერიოდი შეაფასა.
სულაშვილის თქმით,  შავი დღე "ნაციონალების" კი არა, საქართველოს გაუთენდა.


  "ზვიად ძიძიგური
"ორი წლის წინ "ნაციონალური მოძრაობისთვის" შავი დღე გათენდა და ამ დღის შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი იყო"..
ზვიად, შავი დღე ნაციოალებს კი არა, რაფალიანცების ოჯახს გაუთენდა...
შავი დღე გაუთენდა თათუხაშვილების ოჯახს...
შავი დღე გაუთენდა დედას, რომელსაც შვილი დაუუთავეს.
შავი დღე იმ გლეხს გაუთენდა, რომელსაც შენ  ამა ხელისუფლებამ 30 თეთრიანი წამალი არ მისცა.
შავი დღე გაუთენდა ათასობით დაყაჩაღებულ, გაძარცულ, გაუპატიურებულ, მოკლულ და არამზადულად მოტყუებულ ქართველს.
თქვენ, ხელისუფლებაში მოხვედით ყველაზე სამარცხვინო მეთოდით - სპეკულაციით და თუ ამაში არ მეთანხმებით, მაშინ მაჩვენეთ ბარბარეს მკვლელი...
მაჩვენეთ თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ცოხცხებით გაუპატიურების ბრალდებით გყავთ გასამართლებული.
მაჩვენეთ სად გაქრა საწვავის 1 ლარი და ქუთაისში დაკლული წიწილის ბარკალი, რომელიც "ნაცხროვის" ყულაბაში მიდიოდა...
ცდები ზვიად. შავი დღე ნაციონალებს კი არა, საქართველოს გაუთენდა.
თქვენ? თქვენ მზეში ცხოვრობთ, იმ მზეში, რომელიც სოლოლაკიდან ამოდის და სოლოლაკშივე ჩადის... ეს მზე სხვაგან ვერ ანათებს და ბნელა...
"ნაცხროვას" - არა!
შავი დღე საქართველოს გაუთენდა და ამის შემომქმედი - ივანიშვილია!"

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: