დავით საგანელიძე: ზოგიერთ პოლიტიკოსს სუბიექტური მოსაზრებებით მიჰყავდა ზოგიერთი საკითხი!

დავით საგანელიძე: ზოგიერთ პოლიტიკოსს სუბიექტური მოსაზრებებით მიჰყავდა ზოგიერთი საკითხი!

  ქართული ოცნების" წევრის დავით საგანელიძის განცხადებით, ევროსაბჭოში ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ განცხადებების გაკეთებას, ჯობია ისინი თავად ჩამოვიდნენ საქართველოში ან გამოაგზავნონ იურისტები, რათა ნახონ, რეალურად რა ხდება.

  "სამწუხაროა ძალიან, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი თავის თავს უფლებას აძლევს, რომ აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია, აბსოლუტურად სუბიექტური მოსაზრებებით წაეყვანა ზოგიერთი საკითხი. ის, რომ თურმე საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის სახით, თუნდაც რომ პოლიტიკური დევნაა მიხეილ სააკაშვილის, ამ განცხადებების გაკეთებას, ჯობია გამოაგზავნონ თავიანთი იურისტები, ან თვითონ ჩამობრძანდნენ",-განაცხადა საგანელიძემ.

  ცნობისთვის, ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია დაამტკიცა. 103 მომხრე, 27 წინააღმდეგი  -  რეზოლუცია  ამ შედეგით დაამტკიცეს.
 
  შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ მომზადებული ანგარიშის უკან გაწვევას. დეპუტატების უმრავლესობამ დოკუმენტის უკან გაწვევას მხარი არ დაუჭირა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: