შალვა ოგბაიძე მიხეილ სააკაშვილს უჩივის
"დემოკრატიული მოძარაობა _ ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭის წევრი შალვა ოგბაიძე და მისი ადვოკატი დიმიტირი გაბუნია მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას გენერალურ პროკურატურაში უჩივის.
მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძე ოპოზიციაში გადავიდა, მისი გუნდის წევრების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყო. "ჩემს საწარმოში დარღვევები აღმოაჩინეს, მოგვიანებით კი ჩემი ავტოსერვისი იძულებით აუქციონზე გაყიდეს, რასაც თან მოჰყვა ბანკში ჩადებული ქონების გაყიდვაც. აღსანიშნავია, რომ მაიძულეს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პოსტი დამეტოვებინა", _ აცხადებს შალვა ოგბაიძე.
მისივე თქმით, ის სამართალდამცავების "ყურადღების ცენტრში" იყო _ შეიყვანეს სოდის შავ სიაში და მასზე და მისი ოჯახის წევრებზე პირდაპირი წესით დაიწყო დევნა.
გარდა ამისა, როგორც ოგბაიძე ამბობს, 2009 წლის 6 მაისს და 2011 წლის 26 მაისს მასთან ერთად დააპატიმრეს და აწამეს მისი შვილებიც. "26 მაისის დარბევის შემდეგ კი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდა საპარტულო პოლიციის უფროსის მოადგილე კოტე დიღმელაშვილი. ამიტომ გადავწყვიტე, სარჩელი შევიტანო როგორც ჩემს ოჯახზე განხორციელებული რეპრესიების მოთავეების, ისე სააკაშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ", _ აცხადებს ოგბაიძე.
შალვა ოგბაიძე აპირებს სამართლებრივად მოითხოვოს როგორც ეროვნული საავტომობილო ფედერაციისთვის წართმეული სტატუსის, ისე საქმიანი რეპუტაციის აღდგენა, ამასთან შეეცდება პირადი ქონებაც დაიბრუნოს.