კახი კალაძე: ყოფილ მაღალჩინოსნებს კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი!

კახი კალაძე: ყოფილ მაღალჩინოსნებს კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი!

  საქართველოს ვიცეპრემიერ კახა კალაძის თქმით, ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებზეც ევროსაბჭოს რეზოლუციაშია საუბარი, კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი.

  "პროცესები უფრო გამჭვირვალე რომ იყოს ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის, მათ აქვთ საშუალება ჩამობრძანდნენ, დააკავირდნენ თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები. მათ აქვთ კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე. ამიტომ იმ კითხვებს რომელიც არსებობს საზოგადოებაში, რა თქმა უნდა მაქსიმალურად უნდა გეცეს პასუხები",-განაცხადა კალაძემ.

  შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია  103 მომხრე, 27 წინააღმდეგი  -   ამ შედეგით დაამტკიცეს.

 ცნობილია, რომ  ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი ხელისუფლებას მიმართავს ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო, გამაფრთხილებელი ზომით შეცვალოს. რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას სამართლებრივ დევნასა და ქონების დაყადაღებაზეა საუბარი.

  ევროსაბჭომ მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი მხოლოდ ერთი ცვლილებით მიიღო. ეს ცვლილება ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხს ეხება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც ერევა მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: