დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხელისუფლებამ "ნაციონალური" ბანდის წინააღმდეგ უნდა იმოქმედოს!

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხელისუფლებამ "ნაციონალური" ბანდის წინააღმდეგ უნდა იმოქმედოს!

  დღეს, "თავისუფალი ზონის" ოფისთან, "თავისუფალი თაობის" მიერ გამართულ აქციაზე  უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ჟურნალისტი ზაზა დავითაიას მხარდასაჭერად მივიდა.

  იგი ხელისუფლებას სთხოვს პასუხს კითხვაზე, თუ რა სტადიაზეა გამოძიება ჟურნალისტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით და თუ მიმდინარეობს ცემის დამკვეთების დადგენა. მისი თქმით, პოლიციამ ვერ შეძლო, დაეცვა ვანდალური თავდასხმის მსხვერპლი ასეთი თავდასხმისგან.

  "დღეს ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ ხელისუფლებამ აქტიურად იმოქმედოს იმ "ნაციონალური" ბანდის წინააღმდეგ, რომლის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები რეალურად წარმოადგენენ ტერორისტულ ორგანიზაციას და სამოქალაქო სექტორთან მათ არანაირი შეხება არ გააჩნიათ", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

 

  მისივე თქმით, ჟურნალისტის ცემის ფაქტის გაშუქებით თავად ჟურნალისტები უნდა იყვნენ პირველ რიგში დაინტერესებულები. ლორთქიფანიძის თქმით, ნაციონალურ ტელეკომპანიებში ეს არ ხდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: