რატომ მიმართავს ბედუკაძე გიორგობიანს?

რატომ მიმართავს ბედუკაძე გიორგობიანს?

   სასჯელახსრულების ყოფილი თნამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის უფროს ქალბატონ ნინო გიორგობიანს  თხოვნით მიმართავს, რომ მისი  საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს.ბედუკაძის განცხადებით მის მიმართ მიმდინარეობს მედია ომი და ფსიქოლოგიური ზეწოლა.

 

 "ივერიონი "უცვლელად გთავაზობთ ბედუკაძის განცხადებას რომელიც მან თავის საკუთარ ფაცებოოკ გვერდზე გააკეთა
"ყოჩაღკუდ-სკარგადუმუშავია!
"რუსთავი -2"-ის ჟურნალისტმა ინტერვიუსას ეხლახანს მაცნობა,რომ ქალბატონ კილაძეს 5221 აუდიოფაილი ჰქონია თურმე ჩემი კერძო საუბრების!  !
მაგრამ, როგორ გამოგეპარეთ მაინც ვერ გამიგია , ვერ მისმენდით ალბათ ყურადღებით!ეს არის ბინძური საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი ჩემს წინააღგმდეგ.
კონკრეტულ შემსრულებელს არა ქვს ჩემთვის მნიშვნელობა კილაძე იქნება ეს თუ ქიბროწაშვილი. ნაცმოძრაობის ელიტა დიდი ხანია ეძებს არარსებულ რუსულ კვალს ხელისუფლების იძულებით დათმობის პროცესში და ამ პროცესის შემადგენელ ნაწილად ე.წ. "ციხისკადრებს" მოიაზრებს. აბსურდის თეატრს ემსგავსება უკვე ბრალდებები. დაახლოებით იმ სერიიდანაა, ქ-ნიინაშვილი მერაბიშვილის დავალებით კადრების გადაცემის ფაქტს რომ ადასტურებდა.

 ამჯერად ქ-ნიკილაძე ხვდება რომ ჩაიდინა სს დანაშაული და თავის დაძვრენასც დილობს. ქ-ნო ნინო გიორგობიანი გთხოვთ ჩემი წერილი შსს ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის სახელზე N 1932741 -30.09.14წ. აიყვანოთ პირად კონტროლზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით გათვალისწინებული საქ.სსკ-ის 158 და 159 -ემუხლებით" -წერს ბედუკაძე

 

 


                                                       მოამზადა თაზო ბენიძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: