ალექსანდრე მარგიშვილი: ატესტაციის პროცესი გამჭვირვალე იქნება!
თბილისის მერის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასა და ბრალდებებს გამოეხმაურა. ვიცემერი აცხადებს, რომ ატესტაციის პროცესი იქნება გამჭვირვალე და გამოცდებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს.
"ატესტაცია ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი ეს არის ტესიტრება, რომელიც მაქსიმალურად ავტორიზებულია, შესაბამისად ობიექტურია. იქ რამენაირი ჩარევა ადამიანის მხრიდან ტექნიკურადაა შეუძლებელი, თუ დაუშვათ ვინმე ადამიანს აქვს სურვილი, რომ პროცესში ჩაერიოს. ვფიქრობ, რომ სამყაროში რომც არსებობდეს იდეალური მეთოდი ატესტაციის და ჩვენ ამ მეთოდს ვიყენებდეთ, მაინც ამ მეთოდს გამოვიყენებდით. მაინც გამოჩდებიან ოპონენტები, რომლებიც ოპონირებენ იმის გამო, რომ საქმე არ აქვთ." - განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი კენჭისყრის შედეგად, ალექსანდრე მარგიშვილი ატესტაციის კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა.