ხათუნა ლაგაზიძე: არსებული დაპირისპირება მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს!
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის არსებული დაპირისპირება მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს.განცხადება ამის შესახებ ლაგაზიძემ გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა.
"რასაც ბოლო დღეების განმავლობაში თვალყურს ვადევნებდი, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ხელისუფლებას მოუწოდებ, რომ აგრესიის ჯინის გამოშვება ბოთლიდან, უპირველეს ყოვლისა, მას გადაყლაპავს. არ შეიძლება პრობლემების მოგვარება ამ სახით. აქ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ბრძანა, რომ რადგან ხელისუფლება ვერ ახერხებს სამართლიანობის აღდგენას, ამას ჩვენ გავაკეთებთო. გამოდის ისინი ირიბად ცდილობენ სამართალდამცველების ფუნქციის შეთავსებას. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები ვერ ასრულებენ თავის ფუნქციის შესრულებას. როდესაც საზოგადოებას უჩნდება სურვილი, რომ თავად მოაგვაროს ის პრობლემები, რომელიც არის ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულება, ეს მიუთითებს ხელისუფლების უსუსურობაზე", - განაცხადა ლაგაზიძემ.