ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველი ხალხი ამაყია თავისი მრავალფეროავანი კულტურული ურთიერთობებით!

ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველი ხალხი ამაყია თავისი მრავალფეროავანი კულტურული ურთიერთობებით!

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მუსლიმან მოსახლეობას ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. პრემიერი თბილისში, მეჩეთში იმყოფებოდა, სადაც მუსლიმანების ლოცვას დაესწრო.


  "მინდა, მივულოცო ყველა მუსლიმანს და თანამოქალაქეს, დღეს არის მნიშვნელოვანი დღესასწაული. ეს არის დაკავშირებული გამარჯვებასთან, იმედთან, კეთილდღეობასთან და მშვიდობასთან. ჩვენთვის მთავარია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას, როგორ შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ და თანავცხოვრობთ ჩვენ, ქართველი მუსლიმანები, ქართველი ქრისტიანები. საქართველო არის უნიკალური ადგილი, ყოველთვის ვამაყობთ ჩვენი ტოლერანტობით, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურული ურთიერთობებითა და თანაცხოვრებით. ეს არის უნიკალური", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: