მოსკოვი მზად არის, ეგვიპტის ყველა ძალასთან ითანამშრომლოს

მოსკოვი მზად არის, ეგვიპტის ყველა ძალასთან ითანამშრომლოს

"2011 წლის შემოდგომის მოვლენებმა ეგვიპტის საზოგადოებრივი კოალიციები და პარტიები გააერთიანა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების წამოწყებას".


ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისივე თქმით, მოსკოვი პატივს სცემს ეგვიპტელი ხალხის პოლიტიკურ არჩევანს და მათთან თანამშრომლობა იგივე რეჟიმში გაგრძელდება.


"რუსეთისთვის მუსულმანური მოსახლეობის მხარდაჭერა და მათი პოზიციების პატიცისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუსულმანები რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენენ ", აღნიშნა მინისტრმა. 


სერგეი ლავროვმა ასოციაცია "ძმები-მუსულმანების" შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, მოსკოვის სასამართლომ 2003 წელს მიიღო გადაწყვეტილება ასოციაციის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეტანის შესახებ, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ორგანიზაცია არცერთმა არაბულმა ქვყანამ არ აღიარა და ის არალეგალურად მოქმედებდა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ გამორიცხავდა კოალიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვას. "მომავალში ასოციაციასთან შესაძლოა მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. მათთან მოლაპარაკებები დაფიქსირდა ჩემი ქაიროში 2011 წლის მარტში ვიზიტის დროსაც", _ აღნიშნა ლავროვმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: