,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის" ახალ ოფისი გაიხსნება

,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის" ახალ ოფისი გაიხსნება

 ხვალ, 6 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ ,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის" ახალ ოფისს გახსნის. გახსნის საზეიმო ღონისძიებას მთავრობის, პარლამენტის, აკადემიური წრეების, დიმპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრებიან.


  იუსტიციის სასწავლო ცენტრი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში ფუნქციონირებს. ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს მართლშეგნების ამაღლებას, მომსახურების სფეროსა და ორგანიზაციული მართვის გაუმჯობესებას. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ტრენინგი, ტესტირება და კონსულტირება.


  სასწავლო ცენტრის ახალ ოფისი საქმიანობის გაფართოების საშუალებას იძლევა. ორგანიზაციებს შეუძლიათ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სატრენინგო, საკონფერენციო და კომპიუტერულ აუდიტორიებში დაგეგმონ და განახორციელონ მათთვის სასურველი ტრენინგი, ტესტირება ან სასწავლო ღონისძიება.


  იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამ დრომდე საქართველოს მთვარი პროკურატურის შენობაში იყო განთავსებული, დღეიდან კი ცენტრს დამოუკიდებელი ოფისი ექნება. აღსანიშნავია, რომ სასწავლო ცენტრის ახალ ოფისში სსიპ "საკანონმდებლო მაცნეს" ადმინისტრაციაც განთავსდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: