ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

 

  ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ელმარ ბროკთან, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელთან ლუის ფელიპე ფერნანდეს დე ლა პენიასთან და რეგიონული პოლიტიკის ევროკომისართან იოჰანეს ჰანთან.


  ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილი "ევროპული პოლიტიკის ცენტრში"  სიტყვით გამოვა   .

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: