როდის გაიმართება შუალედური არჩევნები?

როდის გაიმართება შუალედური არჩევნები?

შუალედური არჩევნები შესაძლოა, როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე ჩატარდეს. ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტს დღეს საარჩევნო კოდექსში 129-ე მუხლის ცვლილების ინიციატივით მიმართავს.


მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მაჟორიტარის გამოკლების შემთხვევაში, შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო. იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ამომრჩევლებს პარლამენტში წარმომადგენლის სახით საკუთარი მაჟორიტარები ჰყავდეთ, ძველი რედაქცია აღდგება.


ამ ეტაპზე უცნობია, დაუჭრს თუ არა მხარს საპარლამნეტო უმცირესობა აღნიშნულ ცვლილებას.


შეგახსენებთ, რომ კახი კალაძემ, თეა წულიკიანმა და არჩილ კბილაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი უმაღლეს მთავრობაში გადასვლის გამო დატოვეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: