დავით ფერაძე: თბილისის სკოლებზე პარტიზანული თავდასხმა განხორციელდება!
ახლახან „ივერიონმა“ თბილისის 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგის დავით ფერაძის ექსკლუზიური განცხადება მიიღო, სადაც თბილისის საჯარო სკოლებზე პარტიზანულ თავდასხმებზეა საუბარი. თუ რას ითვალისწინებს ეს აქცია, თავად განცხადებიდან შეიტყობთ:
„პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე საპროტესტო მოძრაობის ახალ ეტაპზე გადადის, ამოქმედდება „სკოლებზე პარტიზანული თავდასხმის“ გეგმა, რომელიც ითვალისწინებს თბილისის სკოლებში მოულოდნელ სტუმრობას და მასწავლებლებთან საინფორმაციო მიტინგების გამართვას. მოთხოვნები უცვლელია: არა უხელფასობას! არა ნეპოტიზმს! სანიკიძე წადი!“ - ესაა ექსკლუზივი „ივერიონისთვის“!