"ქართული ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს'' ახალი აღმასრულებელი მდივანი ჰყავს
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს'' აღმასრულებელ მდივნად ზვიად ჯანყარაშვილიაირჩიეს - აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო.
"ძალიან მნიშვნელოვანია პარტიული მშენებლობის საკითხი. 2012 წლიდან ვართ საარჩევნო პროცესში.მნიშვნელოვანია სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტიის ჩამოყალიბება.მნიშვნელოვანია იყოს პიროვნება,
რომელიც დღე და ღამე აქტიურად იმუშავებს პარტიულისაქმიანობისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.