სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნაზე მუშაობს

სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნაზე მუშაობს

  ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ  სახელმწიფო, ქართული ფეხბურთის განვითარების მიზნით, ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნაზე მუშაობს.

  "პრობლემა, რომელიც დღეს ქართულ ფეხბურთში არსებობს, მხოლოდ საქართველოს ნაკრების პრობლემა არ არის. ყველაფერი თავიდან არის გასაკეთებელი. ფეხბურთის მშენებლობა ფუნდამენტიდან უნდა დავიწყოთ. მდგომარეობა, რომელშიც ქართული ფეხბურთი იმყოფება, ძალიან მძიმეა. სახელმწიფო მუშაობს ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნაზე. ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრი პირადად არის ჩართული და აქტიურად მუშაობს. გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ ფეხბურთის აღორძინების მიზნით განხორციელდეს ინვესტიციები და შეიქმნას სათანადო ინფრასტრუქტურა", - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: