საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2015 წლის ბიუჯეტს განიხილავენ
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს ელოდებიან.
დღეიდან საპარლამენტო კომიტეტებში 2015 წლის ბიუჯეტის განხილვა იწყება . კომიტეტების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში განხილვა გაიმართება, რის შემდეგაც ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი პარლამენტში გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით მთავრობას უკან დაუბრუნდება.
როგორც ცნობილია, საკომიტეტო მოსმენები 20 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. გადამუშავებული საბიუჯეტო პროექტი კი პარლამენტში ხელმეორედ ნოემბრის დასაწყისში შევა.
2015 წლის ბიუჯეტი 9 350 000 000 ლარით განისაზღვრა.