დავით ზალკანიანი: აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე სერიოზული საუბარი გვექნება!
დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 29-ე რაუნდი იწყება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია კვლავ დააყენებს საკითხს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობის თაობაზე.
"გვექნება ძალიან სერიოზული საუბარი უკანასკნელ ხანს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე; კერძოდ, მხედველობაში მაქვს ე.წ. პრეზიდენტ ხაჯიმბას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ექვსიდან ერთამდე დავა გამშვები პუნქტები. ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ იცვლება. ერთადერთი ელემენტი, რაც აკლია ამ ვალდებულების სრულყოფილად შესრულებას, არის რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება,"- განაცხადა "რუსთავი 2-თან" სატელეფონო ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, ჟენევის მოლაპარაკებების 28-ე რაუნდი ივნისში გაიმართა.