ეკა ბესელია: ზვიად ჯანყარაშვილს შესაბამისი პროფესიული რესურსი გააჩნია!
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ზვიად ჯანყარაშვილის "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად დანიშვნა, მისი პროფესიული და პიროვნული რესურსი პარტიას უფრო გააძლიერებს.
"ჩვენ პოლიტსაბჭოს სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელებთ, თუმცა მთავარი საკითხი არის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე გადაწყვეტილების მიღება. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ პარტია გაძლიერდეს სწორედ ამ სერიოზული გადაწყვეტილებით. ზვიად ჯანყარაშვილს კარგი გამოცდილება აქვს პროფესიული კუთხით, მას აქვს პროფესიული და პიროვნული რესურსი, რომელიც პარტიას ძალიან სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი შიდა ორგანიზაციული და პარტიული მუშაობისთვის. მივესალმები გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, რომ ეს პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იქნება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.