მთავრობამ პარლამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებები შეამცირა
მთავრობამ 2014 წლისთვის პარლამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებები შეამცირა და სანაცვლოდ თანხა საკუთარ სარეზერვო ფონდში "გადაისროლა".
მთავრობის №1712 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ "საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით საქართველოს პარლამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებები შემცირდეს 1 155 600 ლარით და აღნიშნული თანხით გაიზარდოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები.
"დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, "საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო¬სათვის 1 155 600 ლარის გამოყოფა საქართველოს პარლამენტისათვის ავტოსადგომის შეძენასთან (ქ. თბილისში პირველ საჯარო სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის მდებარე მშენებარე 2811.35 კვ.მ ფართობი) და მის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად", - აღნიშნულია განკარგულებაში.