ეკა ბესელია: დავით ნარმანია გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად არ მიიღებს!

ეკა ბესელია: დავით ნარმანია გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად არ მიიღებს!

  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია  დარწმუნებულია , რომ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პირადი განწყობით, დაუსაბუთებლად არ მიიღებს.

 

  ეკა ბესელიას განცხადებით,  თბილისის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით თემის კომენტირებისას განუცხადა, მას გულწრფელად მიაჩნია, რომ დავით ნარმანია კარგი მეურნე, კარგი მერი და კარგი მენეჯერია.

 

  "მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და კონკრეტული დასაბუთება აქვს ამისთვის. თუ არ ვცდები, ეს არის გარკვეული ვადით შემოსაზღვრული დანამატი წლის ბოლომდე იმ კონკრეტული საჯარო მოხელეებისთვის, ვისაც საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა და ტვირთი აქვს. როგორც ჩანს, ამისთვის დასაბუთება მერს აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის არ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას პირადი განწყობით, დაუსაბუთებლად", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: