ირინა იმერლიშვილი: იმედია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება!

ირინა იმერლიშვილი: იმედია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება!

  უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი თვლის, რომ თავდაცვის უწყების მიმართულებით ფინანსების მატება საჭიროა დაგეგმილი რეფორმების განხორციელების მიზნით. განცხადება ამასთან დაკავშირებით იმერლიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას გააკეთა. 

 

   იმერლიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მომავალი წლისათვის გაიზრდება და საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებამდე ფინანსურ დოკუმენტში სათანადო ცვლილებები აისახება. 

 

  "იმედი მაქვს, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ცოტათი მაინც იქნება გაზრდილი. იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც ჩვენ ავიღეთ თუნდაც ნატო-ს პაკეტის შესასრულებლად, აუცილებელია თავდაცვის ბიუჯეტი იყოს გაზრდილი. ჩვენ გვაქვს აღებული ერთობლივი საწვრთნელი ბაზების გაკეთების ვალდებულება. ასევე არის უამრავი პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს უელსის ნატო-ს სამიტზე. ჩვენს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან, რა თქმა უნდა, სჭირდება ხარჯები ბიუჯეტიდან", - განაცხადა  ირინა იმერლიშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: