2015 წლიდან აჭარაში ტურისტებს ახალი მეთოდით დაითვლიან

2015 წლიდან  აჭარაში ტურისტებს ახალი მეთოდით დაითვლიან

  2015 წლის 1-ელი იანვრიდან აჭარაში ტურისტებს ახალი მეთოდით დაითვლიან, რომელზეც მუშაობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი აცხადებს, ახალი მეთოდის დამუშავებაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და ის 2014 წლის ბოლომდე უკვე მზად იქნება.

 

  "ამ დროისათვის აჭარაში დაახლოებით14 ათასამდე სასტუმრო ადგილი გვაქვს. იგულისხმება ოფიციალური განთავსების ობიექტები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან საჯარო რეესტრში და იხდიან გადასახადებს. ამაში შედის როგორც სასტუმროს ნომრები, ასევე გესტჰაუსები და ჰოსტელები. დაახლოებით იმავე რაოდენობის ტურისტების განთავსება ხდება კერძო ბინებში და სახლებში . თუმცა აღნიშნულის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს რადგანაც ეს ობიექტები ოფიციალურ განთავსების ადგილებად არ არიან დარეგისტრირებულნი და ცოტა ძნელია მათზე ინფორმაციის მოპოვება"- განმარტავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: