რომან გოცირიძე: ხომ არ იმზირებიან ახალი ინიციატივის უკან ნაცნობი ადამიანების პორტრეტები?!

რომან გოცირიძე: ხომ არ იმზირებიან ახალი ინიციატივის უკან ნაცნობი ადამიანების პორტრეტები?!

,,მეც მახასიათებს პატარ-პატარა შურისძიებები, ოღონდ უწყინარი ფორმით-მხოლოდ კალმით და, როგორც წესი, იუმორით, სატირით ძალიან იშვიათად.


მთავრობამ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა: ჩნდება პრივატიზების ორი ახალი ფორმა - უსასყიდლოდ გადაცემა და გაცვლა. ანუ მოხდება ქონების გადაცემა არა ყიდვა- გაყიდვის, არამედ ჩუქების ფორმით. რა თქმა უნდა, ჩუქება და ერთ ლარად გაყიდვა ფინანსურად იდენტური ცნებაა, მაგრამ მთლად ასე არ არის იურიდიული, მით უმეტეს, ფსიქოლოგიური, მორალური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით.

 

პირველ შემთხვევაში, ქონების გადაცემა ხდება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მეორე შემთხვევაში კი განსხვავებული ფორმით. რამდენს წამოაძახებენ, რატომ გაჩუქა მთავრობამ ქონებაო. ნაყიდი ქონება უფრო დაცულია. ამიტომაცაა მთელ მსოფლიოში გავრცელებული ქონების სიმბოლურ ფასად, ერთ დოლარად გაყიდვის ტრადიცია.


მეორე ცვლილება უფრო საეჭვოა:


ეს ეხება ახალი ფორმის შემოღებას-გაცვლას. ამჟამად მოქმედ ამ ნორმას ჰქვია სახელმწიფო ქონების გადაცემა ტოლფასი ქონების სანაცვლოდ. მთავრობის პროექტში ტოლფასობის ცნება გაქრა. ანუ მე შემიძლია მოგცე მილიონი ლარის ქონება( ვთქვათ მიწა), ათასი ლარის ქონების სანაცვლოდ. ეს უკვე დამაფიქრებელია. აქ უკვე კვლავ მომიწევს ძველი გამოთქმის გახსენება-ხომ არ იმზირებიან ამ ნორმის უკან ნაცნობი ადამიანების პორტრეტები?

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: