რომან გოცირიძე: წინამორბედის გაკეთებულს ყველა თავის აქტივში იწერს!
2014 წლის 20 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში, სანგაჩლის ტერმინალზე სამხრეთის დერეფნის საძირკველის ჩაყრის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის დასრულების შემდეგ მან განაცხადა:
„იწყება 21-ე საუკუნის პროექტი, რასაც ჰქვია შაჰ-დენიზის მე–2 ფაზის განხორციელება. ეს არის 45 მილიარდიანი პროექტი, აქედან 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება“.
შაჰ-დენიზის პროექტის პირველი ეტაპი 2006 წელს დაიწყო. მას წლიურად, დაახლოებით 9 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია. მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ყოველწლიურად 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაივლის. ამის შედეგად კასპიის ზღვის აუზში მოპოვებული გაზი პირველად მიაღწევს ევროპულ ბაზარს.
ერთს დავამატებდი: გია ჭანტურიას როლი ამაში ძალიან დიდია. მგონი ბაქოში დღემდე ჰეიდარ ალიევის სახლში ცხოვრობს, ილხამმა რომ დაუთმო მეგობრულად (ვარ სხათა შორის იქ ნამყოფი).
ჩვენთან ასეა, წინამორბედის გაკეთებულს ყველა თავის აქტივში იწერს. მადლობის თქმაც კი ავიწყდებათ, - წერს რომან გოცირიძე.