ზურაბ ჯაფარიძე: მთავრობა მომავალ წელს დიდი რაოდენობით ვალის აღებას გეგმავს!
პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ უჭერს უმცირესობა მხარს ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას.
"ეს ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, რეალურად, არის უმუშევრობის ბიუჯეტი. ერთადერთი, რაც ამ ბიუჯეტში არის თვალშისაცემი არის ის, რომ მთავრობა, როგორც წელს, ისე მომავალ წელსაც გეგმავს დიდი რაოდენობით ვალის აღებას. მომავალ წელს დაგეგმილი არის 1 300 000 000 ლარის ვალის აღება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯამში ოლიგარქის ხელისუფლებამ ორ წელიწადში ქვეყანას ააღებინა 3 000 000 000 ლარის ვალი და ეს არის დიდი პრობლემა."- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.